თითბერი

თითბერი – ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ -მდე ძველი ბერძნებისა და ეგვიპტელებისათვის იყო ცნობილი. XVIII საუკუნის ბოლომდე მას იღებდნენ ხის ნახშირთან შერეული სპილენძისა და თუთიის მადნის დნობით. XIX საუკუნიდან დაიწყეს სპილენძისა და თუთიის პირდაპირი შედნობა. სპილენძის შენადნობებიდან თითბერი ყველაზე გავრცელებულია. იგი ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, ლამაზი ფერისაა და შედარებით იაფია.