წესები და პირობები

საკონტაქტო იფორმაცია; წესები და პირობები; მიწოდების პოლიტიკა; დაბრუნების პოლიტიკა; კონფიდენციალურობა; 

ლეგენდა

საკონტაქტო იფორმაცია;

ინდ.მეწარმე “მამუკა ჭოხონელიძე”, საიდ. N01019010478; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, დეპოს ქ. 11. ფაქტიური მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, 0180, ვანო სარაჟიშვილის ქ. 3ა (რუსთაველის გამზ. 50-ის მიმდებარედ).

ტელ:  +995 322 101 202

მობ:   +995 551 56 05 03

ელ.მისამართი:  chokhonelidze67@gmail.com

ვებ.მისამართი:  www.legenda.ge

Facebook:   Legenda Jewelry • ლეგენდა სამკაული

Instagram:   legenda.ltd

 

წესები და პირობები;

    • ზოგადი დებულებები

     გამყიდველი- ინდ.მეწარმე “მამუკა ჭოხონელიძე”, საიდ. N01019010478;

     მყიდველი- ფიზიკური ან იურიდიული პირი.

     შეკვეთის გაფორმების შემდეგ თქვენ სრულიად ეთანხმებით შეკვეთის შინაარს.

  • შეკვეთის ღირებულება

     ფასები საქონელზე ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში მითითებულია ლარებში, ყველა დანახარჯების გათვალისწინებით, გარდა ტრანსპორტირებისა.

     თბილისში მიწოდების ღირებულებაა 3 ლარი (მიწოდება იმავე დღესვე 7 ლარი); სხვა მიმართულებით (საქართველოს მაშტაბით), ადმინისტრაციულ ცენტრებში, მიწოდების გადასახადი შეადგენს 7 ლარს; სოფლად და სხვა დასახლებებში 9 ლარს.

  • შეკვეთის გაფორმება და მიწოდების ვადები

     შეკვეთის გაფორმება შეგიძლიათ განახორციელოთ საიტზე, დარეკოთ ტელეფონზე, მოგვწეროთ ჩათში ან დაწეროთ წერილი (მოთხოვნა) ელექტრონულ ფოსტაზე.

     შეკვეთის დამუშავება ხდება შეკვეთის გაფორმებისთანავე. საქონელი ფორმირდება და იგზავნება 1 სამუშაო დღის განმავლობაში (შეკვეთის ფორმირებისას, დამატებითი მოთხოვნის შემთხვევაში დრო განისაზღვრება მოთხოვნის შესაბამისად და მყიდველთან შეთანხმებით). ამ პერიოდს აუცილებელია დავუმატოთ ის დრო, რომელიც საჭიროა ამანათის მიწოდებისთვის თქვენს რეგიონში: 2-4 სამუშაო დღე.

     ინდივიდუალური შეკვეთის მოთხოვნის შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ მოცემული საქონლის დამზადების შესაძლებლობას. 24 საათის განმავლობაში ჩვენ შეგატყობინებთ საქონლის დამზადების ვადებზე და მის ღირებულებაზე. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ და კლიენტის დასტურის შემთხვევაში ხდება შეკვეთის გაფორმება.

       მიმდინარე შეკვეთის სტატუსის შემოწმებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე +995 551 560503 ან ელექტრონულ ფოსტაზე chokhonelidze67@gmail.com  (ნებისმიერ დროს).

 

მიწოდების პოლიტიკა;

კომპანია „ლეგენდა“ ადრესატამდე მიწოდებას ახორციელებს საფოსტო მომსახურების საშუალებით, რომლებთანაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება.

თბილისში მიწოდების ღირებულებაა 3 ლარი (მიწოდება იმავე დღესვე 7 ლარი);

სხვა მიმართულებით (საქართველოს მაშტაბით), ადმინისტრაციულ ცენტრებში, მიწოდების გადასახადი შეადგენს 7 ლარს; სოფლად და სხვა დასახლებებში – 9 ლარს.

დაბრუნების პოლიტიკა;

    • საქონლის დაბრუნება და საჩივრები

    თუ აღმოჩნდა რაიმე სახის ვიზუალური ან ტექნიკური დეფექტი, დაზიანება ან საქონლის დანაკლისი, მყიდველმა უნდა შეატყობინოს გამყიდველს საქონლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში,  ამისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე  +995 551 560503 ან ელექტრონულ ფოსტაზე chokhonelidze67@gmail.com.  მყიდველს აქვს უფლება მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება, ან დააბრუნოს საქონელი ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში საქონლის მიღების დღიდან. საქონლის დაბრუნება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ.3ა, ინტერნეტ-მაღაზია “ლეგენდა”.

       თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ საქონელი კურიერის მეშვეობით, მხოლოდ გააკეთეთ განაცხადი შემდეგ ნომერზე: +995 551 560503. კურიერის მომსახურების ღირებულება თქვენთვის უფასოა.

  • დაბრუნებული ნივთი უნდა იყოს თავის ორიგინალურ შეფუთვაში (ეტიკეტებით), არ უნდა იყოს ნახმარ მდგომარეობაში.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ მოცემული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენ არ გავაფორმებთ თქვენს საჩივარს.
  • საქონლის დაბრუნების შესაძლებლობა იქნება განხილული კომპანიის მიერ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში საჩივრის მიღების დღიდან.

რეკომენდაციები და გამყიდველის პასუხისმგებლობა

  • რეკომენდაციები

     იმ შემთხვევაში თუ გაგიჩნდათ რაიმე გაუგებრობა ან გაქვთ კითხვები, მიმართეთ ჩვენს გამოცდილ მენეჯერებს ტელეფონზე  +995 551 560503, +995 322 101 202; ელექტრონულ ფოსტაზე chokhonelidze67@gmail.com  ან  ონლაინ-კონსულტაცია სოც.ქსელში.

  • შეკვეთის გაუქმება შეუძლებელია, თუ ის იმყოფება ტრანსპორტირების სტადიაზე. ინფორმაცია შეკვეთის მიმდინარეობაზე შეგიძლიათ ოპერატიულად მიიღოთ ჩვენი მენეჯერებისაგან ტელეფონით.
  • შეკვეთის შესახებ გადმოცემული ინფორმაციაზე და თავისი საკონტაქტო მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს. შეკვეთის გაფორმების დროს რეკომენდირებულია გადაამოწმოთ თქვენი მონაცემების სიზუსტე.
  • გამყიდველს აქვს უფლება უარი თქვას თქვენი შეკვეთის დამუშავებაზე (ფორმირებაზე) იმ შემთხვევაში, თუ ადრე ადგილი ჰქონდა ისეთ პრეცედენტებს, როგორიცაა უარის თქმა შესრულებული შეკვეთის გადახდაზე, ან სისტემატიურად უსაფუძვლო დაბრუნება.
  • გამყიდველის პასუხისმგებლობა

         გამყიდველი იღებს ვალდებულებას შეასრულოს მყიდველის შეკვეთა მოცემული საქონლის შეკვეთის პირობების თანახმად.

       გამყიდველი არ იღებს პასუხოსმგებლობას თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე:

  1. ფორს-მაჟორული გარემოებების გაჩენის შემთხვევაში,
  2. თუ მყიდველმა შეკვეთის გაფორმების დროს მოგვაწოდა არასრული ან არასწორი მონაცემები,
  3. დაგვიანებები საქონლის მიწოდებაზე იმ კომპანიის მხრიდან, რომელიც ახორციელებს საქონლის გადაზიდვას.

კონფიდენციალურობა;

    • რა ინფორმაციას ვაგროვებთ

კომპანია „ლეგენდა“ აგროვებს პერსონალურად ამოცნობად ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, გვარი, კომპანიის სახელი, ქვეყანა, რაიონი, ქალაქი, მისამართი, საფოსტო ინდექსი,  ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა. აღნიშნული ინფორმაციის დახმარებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ კლიენტის შეკვეთის დამუშავებას და შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას ადრესატამდე, ასევე ვიყენებთ ამ ინფორმაციას მომხმარებელთან კავშირის დამყარებაში. ჩვენს მონაცემთა ბაზაში ინახება როგორც უშუალოდ შემკვეთის პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია, ასევე მის მიერ შეყვანილი მონაცემები საჩუქრის მიმღების (ადრესატის) შესახებ, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს შემკვეთის ძირითადი ინფორმაციისაგან. პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ ხდება მომხმარებლის რეგისტრაციის დროს ჩვენს სისტემაში და რეგისტრაციის განხორციელებისას მომხმარებელი ეთანხმება ჩვენი საიტის მოხმარების და გამოყენების ძირითად წესებს.

მომხმარებლის საკრედიტო ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება, ის მუშავდება და ინახება ჩვენი პარტნიორი ფირმების ელექტრონულ საპროცესინგო სისტემაში, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი საკრედიტო ბარათის მეშვეობით შეკვეთის უსაფრთხო ანგარიშსწორებას. მათი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით სისტემის გამოყენების წესებს.

ჩვენ ასევე ვიყენებთ ,,cookies” და სხვა ტექნოლოგიებს, რათა შევაგროვოთ პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია. 

Cookies – ინფორმაციის მოკლე მონაკვეთებია, რომლებიც ჩაწერილია ბრაუზერით თქვენი კომპიუტერის დისკებზე. ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს მათ საგნებზე თვალ-ყურის დევნების პროცესის დასაჩქარებლად და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესანახად, რათა ჩვენი გვერდის ყოველი დათვალიერების დროს ხელახლა არ მოგიწიოთ ამ ინფორმაციის ძებნა. გარდა ამისა, cookies გვეხმარება გავარკვიოთ, რომელი სფერო უფრო პოპულარულია მომხმარებლებში.

  • როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას
    • საჩუქრის მიმღების პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ადამიანებზე, ვინც ახდენს საჩუქრის შეკვეთას და ასევე საჩუქრის ადრესატებზე, რომლებიც ფიზიკურად იღებენ შეკვეთილ საქონელს. ამ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ შეკვეთილი საჩუქრის მიწოდება ადრესატზე და შეგახსენოთ საჩუქრის მიღების გარემოებები. ზემოთაღნიშნული საჭიროების გარდა ჩვენ არ ვიყენებთ და არსად არ ვაფიქსირებთ თქვენს და ადრესატთა პერსონალურ ინფორმაციას. 

  • როგორ ინახება ინფორმაცია

Legenda.GE ცდილობს გამოიყენოს უსაფრთხოების სერიოზული ზომები რათა დაიცვას ჩვენს მიერ კონტროლირებადი ინფორმაცია დაკარგვის, არასწორი მოხმარების ან შეცვლისაგან. სამწუხაროდ არცერთი სისტემა არ იძლევა 100%-იანი უსაფრთხოების გარანტიას. შედეგად, როცა ჩვენ ვცდილობთ თქვენი პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის დაცვას, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას ჩვენი მომსახურების აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე, საშუალებებზე, რომელთა წყალობითაც ინფორმაცია მოძრაობს თქვენს კომპიუტერსა და Legenda.GE-ს სერვერს შორის, ან ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც უზრუნველყოფილია ჩვენთვის ან მესამე მხრისთვის გვერდთან დაკავშირების საშუალებით.

  • თქვენი თანხმობა

ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ თანხმდებით Legenda.GE-ს მიერ ამ ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე. თუ ჩვენ გადავწყვეტთ ანონიმურობის პოლიტიკის შეცვლას, ცვლილებებს გამოვაქვეყნებთ ამ გვერდზე ისე, რომ თქვენ ყოველთვის იცოდეთ რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და რა შემთხვევაში ვხსნით მას.

  • საკონტაქტო მისამართი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვა ამ გვერდზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ან გსურთ გვაცნობოთ აღნიშნული პოლიტიკის დარღვევის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 
საქართველო, ქ.თბილისი 0180, ვანო სარაჯიშვილის ქ. 3ა.

ტელ: (+995 322) 101 202

მობ.: (+995 51) 56 05 03